საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალის“ სტადიონზე ბოლო ტესტ მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართა და 14:43 დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ბოლო ტესტ მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართა და 14:43 დამარცხდა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიში მატჩის დასაწყისში დადებული ლელოთი გახსნეს, მაგრამ ინგლისელები პირველივე ტაიმში დაეუფლნენ უპირატესობას, 2 ლელო დადეს და ტაიმი 14:7 მოიგეს. მეორე ტაიმმაც სტუმრების უპირატესობით ჩაიარა.
