ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. მათ ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. საუბრის შესახებ ცნობას აზერბაიჯანის საგარეო უწყება აქვეყნებს და იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო. მისივე თქმით, არსებული საკითხები უნდა მოგვარდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით, საერთაშორისო სამართალთან, ნორმებსა და პრინციპებთან შესაბამისობით. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცედ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ, მათ შორის მეზობელი და მეგობარი ირანის.
