ახალი ევროპული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე
კიდევ ერთი, ახალი ევროპული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე. საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ოფიციალურად დაიწყო. რეგულარული პირდაპირ ფრენები კვირაში 3-ჯერ ბელგრადი-თბილისი, თბილისი-ბელგრადის მიმართულებით შესრულდება. პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაზე იყო სიტყვით გამოსვლები, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
