საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „გარეჯობა 2025“-ს აღნიშნავენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „გარეჯობა 2025“-ს აღნიშნავენ. ღონისძიებები სოფელ უდაბნოში ლევან თედიაშვილის სახელობის სპორტული დარბაზის გახსნით დაიწყო, რომლის მშენებლობაც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 640 ათას ლარამდე დაიხარჯა. თარიღთან დაკავშირებით ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და კულტურულ აქტივობებია დაგეგმილი. გაიმართება დოღი ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით.