NBA-ის მე-9 დრაფტმა სტარტი აიღო
გუშინ თბილისი არენაზე, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, NBA-ის მე-9 დრაფტმა აიღო სტარტი. ჯუნიორ NBA-ის ლიგაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2025 წლის სეზონში 129 გუნდი დარეგისტრირდა. ჯუნიორ NBA-ის მონაწილე თითოეული გუნდი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს. სწორედ გუნდებისთვის NBA-ის კლუბების სახელების მინიჭებისთვის გაიმართა ჯუნიორ NBA-ის წილისყრა, ეგრეთწოდებული დრაფტი. ტურნირზე ა ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გურჯაანში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, ბ და ც ლიგის თამაშებს კი თბილისი უმასპინძლებს.
