გემოფესტი დღეს დასრულდება
გემოფესტი დღეს დასრულდება. ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კულინარიულმა თავგადასავალმა ათასობით ადამიანი შეკრიბა. ყველაზე გემრიელ ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, ისე ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომლებიც ადგილობრივი მეწარმეების მიერაა მომზადებული. გემოფესტი მესამე წელია ქუთაისში იმართება და წელს ახალი მონაწილეებითაც არის წარმოდგენილი.