დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა
დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა. 50-წუთიანი დიალოგისას შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში ვითარება განიხილეს, ის საგანგაშოდ შეაფასეს და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების განახლება არ გამორიცხეს. საუბარი ასევე შეეხო სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულების თემას. პრეზიდენტების დიალოგის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელებისთვის მზადაა. ვლადიმირ პუტინთან საუბრის შესახებ ცნობას თეთრი სახლიც ავრცელებს და იუწყება, რომ პუტინმა ტრამპს დაბადების დღეს მიულოცა.
