ინფორმაცია მგზავრებისთვის
თბილისი-თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე 16 ივნისის საღამომდე გაუქმებულია. განცხადებას „ჯორჯიან ეარვეისი” ავრცელებს. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი - თელ-ავივი - თბილისის მიმართულების გარდა. თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია 16 ივნისის საღამომდე. სხვა მიმართულებებით დაგეგმილი ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება“ - ნათქვამია განცხადებაში
