ვითარება ახლო აღმოსავლეთში
მსოფლიო საინფორმაციო ეპიცენტრი ახლა ახლო აღმოსავლეთშია. ისრაელში ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგებს ითვლიან. ამ დროისათვის ოფიციალურად 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტია დადასტურებული. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. ირანის თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ბირთვული ობიექტების დაბომბვა, რასაც თეირანის ინფორმაციით, 78 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამხედრო მაღალჩინოსნები და ატომურ სფეროში მომუშავე მეცნიერებიც არიან

სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები