ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ USAID-თან ერთად თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ
ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ USAID-თან ერთად თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას New York Post აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის როდერიკ უოტსონმა USAID-ში მუშაობის დროს მილიონ დოლარზე მეტი ქრთამი აიღო იმისათვის, რომ ორ კომპანიას, Apprio-ს და Vistan-ს 14 მსხვილი ფედერალური კონტრაქტი გაეფორმებინა. როგორც გამოცემა წერს, უოტსონმა საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, რისთვისაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ კომპანია Vistan-ის მფლობელი უოლტერ ბარნსი და Apprio-ს ხელმძღვანელი დარილ ბრიტი ქვე კონტრაქტორს, პოლ იანგს იყენებდნენ, როგორც შუამავალს. სამივე მათგანმა თანამდებობის პირის მოსყიდვის ფაქტი აღიარა. როგორც გამოცემა წერს, ბოროტმოქმედები თაღლითური სქემით 2013 წლიდან მუშაობდნენ