ისრაელში ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგებს ითვლიან
ისრაელში კი ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგებს ითვლიან. ოფიციალური ინფორმაციით, დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ მედიაში განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირების” ფარგლებში ირანმა ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რაკეტის განეიტრალება ვერ შეძლო