იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
