ლოს-ანჯელესში უქმეებზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ელოდებიან, რომელიც ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული
ლოს-ანჯელესში უქმეებზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ელოდებიან, რომელიც ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც ძალოვანი უწყებები აცხადებენ, ისინი დაგეგმილი საპროტესტო აქციებისთვის მზად არიან და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ. ქალაქში ამ დრომდე რჩებიან საზღვაო ქვეითები, თუმცა როგორც ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი აცხადებს, პოლიციას მათთან აქტიური კოორდინაცია არ აქვს
