ევროკომისიის პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა განიხილა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა განიხილა. „კიდევ ერთხელ დავადასტურე ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი ხალხი. ამავდროულად, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ მაქსიმალურად თავშეკავებით და იმუშაონ ვითარების დეესკალაციაზე. შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში
