ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ლიკვიდირებულია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დაზვერვის საკითხებში გოლამრეზა მეჰრაბი და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე ოპერატიულ ნაწილში მეჰდი რაბანი
