შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მისი განცხადებით, აღნიშნული გამოფენის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამოფენაში 7 სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა
