14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა. სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სპეციალურ კამპანიას შეუერთდა. ცენტრის წარმომადგენლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი
