სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულის, მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით ან სხეულის დათვალიერებით. ბრალდებული ან მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის არსებობს შემთხვევაში
