გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელიც. რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საწვავის გამდიდრების მიწისზედა დანადგარი გაანადგურა, რომელშიც ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება ხდებოდა. ობიექტზე რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებაა, თუმცა ვითარების მართვა შესაძლებელია. გროსის ინფორმაციით, თავდასხმები განხორციელდა ფორდოსა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზეც
