აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანშიც
აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში საწვავისა და საბრძოლო მასალების საწყობზე, ასევე, სამხედრო თვითმფრინავებზე მიიტანა იერიში. თავდასხმის კადრები ირანულმა მედიამ გვიან ღამით გაავრცელა. მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმები ჰამადანისა და თავრიზის ავიაბაზებზეც განხორციელდა
