ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები მიიტანა
ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები მიიტანა. ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ „ჭეშმარიტი დაპირება სამი“ უწოდა, ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რაკეტა ვერ მოიგერია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, რაკეტების განეიტრალებაში ისრაელს შეერთებული შტატები დაეხმარა
