ირანში ისრაელის იერიშები არ წყდება
ირანში ისრაელის იერიშები არ წყდება. ისრაელის სამიზნე ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტებია. დაღუპულია 20-ზე მეტი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი. ირანი ისრაელს გამანადგურებელი პასუხით ემუქრება, ტრამპი კი ირანისგან ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე შეთანხმების დროულად გაფორმებას ითხოვს. დასავლელი ლიდერები მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. საკითხზე საგანგებო სხდომა დაინიშნა გაეროს უშიშროების საბჭოში.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
