აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ავსტრიის ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამართული დიზაინის საერთაშორისო კვირეული დასრულდა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ავსტრიის ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამართული დიზაინის საერთაშორისო კვირეული დასრულდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის ავსტრიის, გერმანიის, ჩეხეთის, თურქეთის და საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა. საერთაშორისო ვორქშოფები გაიმართა ბათუმსა და თბილისში. კვირეულის წლევანდელი თემაა: „ქართული სუფრის ატრიბუტები“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციას საერთაშორისო დიზაინ პლატფორმაზე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 70 სტუდენტი და პროფესორი.
