იმერეთში გემოფესტი დაიწყო
იმერეთში გემოფესტი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე მოსულ სტუმრებს იმერული გემოებისა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სივრცეებია წარმოდგენილი - კვების ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცეები. საღამოს კი კონცერტი გაიმართება
