ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა. სტუდენტები საგამოფენო სივრცეში შარვაშიძეების საგვარეულოს სამი გამორჩეული წარმომადგენლის ცხოვრებას, შემოქმედებასა და უნიკალურ მემკვიდრეობას გაეცნენ.
