2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ათ მილიარდ დოლარამდე შეადგინა
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ათ მილიარდ დოლარამდე შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 13 მთელი სამი მეათედი პროცენტით აღემატება. საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ ხუთ თვეში გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.
