13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა
13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა. ისინი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ, გარდაცვლილი კოლეგის ოჯახი მოინახულეს და გმირი მაშველის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ზურაბ მუზაშვილმა სტიქიის დროს ექვსი ადამიანი გადაარჩინა, თუმცა, თვითონ წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
