პოლონეთის პრემიერის რიტორიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის
პოლონეთის პრემიერის რიტორიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულებაა და დასავლეთს მოუწოდებენ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენონ. ტუსკის განცხადებას აფასებენ ოპოზიციაშიც. შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.
