პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს - გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვის და რა თანხით აფინანსებდა დიპლომატიური წარმომადგენლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის ინტერესის სფეროა ასევე მიმდინარე დაფინანსებებიც. მმართველი გუნდი გრანტების არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითებზე ამახვილებს ყურადღებას. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ უცხოური დაფინანსება, არასამთავრობოების გავლით, ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში დესტრუქციას ხმარდებოდა.
