ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა
ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა, ის უკვე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გვარამია არ გამოცხადდა და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაო არ გადაიხადა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
