ვინ დგას ლოს ანჯელესში დაწყებული არეულობის უკან, ამ საკითხს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი, გამოძიების ფედერალური ბიურო და შემოსავლების სამსახური გამოიძიებენ
საშინაო უსაფრთხოების მდივნის განცხადებით, გამოიკვლევენ, თუ რომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუწიეს საპროტესტო გამოსვლებს ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა. კრისტი ნოემმა ასევე აღნიშნა, რომ დაუშვებელია აქტივისტების მხრიდან სამართალდამცველებზე ძალადობა. საშინაო უსაფრთხოების მდივნის თქმით, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ოფიცერს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს.
