გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება
მინისტრმა ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა ფერმერებთან და მეწარმეებთან. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული.
