13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ
კახა კალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადეს. 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანი შეეწირა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაზარალდა ასობით ადამიანი.
