განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი კახეთში მასწავლებლებს შეხვდა
ალექსანდრე წულაძემ პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო და მათთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა. მინისტრმა სკოლებში არსებულ საჭიროებებზე მოსაზრებები, შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა კარიერული განვითარების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე.შეხვედრის დასრულების შემდეგ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მინისტრს კამპუსი დაათვალიერებინა.
