თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება
საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას. ნიკა გვარამიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა. ცნობილია, რომ ნიკა გვარამია პროცესს არ დაესწრება, მის ადგილსამყოფელს პარტიაშიც არ ამხელენ.