პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს - გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვის და რა თანხით აფინანსებდა დიპლომატიური წარმომადგენლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის ინტერესის სფეროა ასევე მიმდინარე დაფინანსებებიც. პირველმა კანონმდებელმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
