ტუსკის ლობიზმი და შანტაჟი
ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი - ამჯერად საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ემუქრება. დონალდ ტუსკი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს. ტუსკის ინიციატივას ბრიუსელში უმრავლესობა არ ეთანხმება - ეს დღეს ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა. საქართველოს ხელისუფლება უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო და შესრულებულ ვალდებულებებზე საუბრობს და ამ ფონზე მუქარის შემცველ განცხადებებს ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აფასებს
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
