სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წყალდიდობას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წყალდიდობას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქია ძლიერმა წვიმამ და თოვლმა გამოიწვია. წყლის ნაკადმა სკოლის ავტობუსი წაიღო, რომელშიც 13 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 11 მოსწავლე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. სტიქიამ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კეიპის პროვინცია დააზარალა
