პოლონელმა დეპუტატმა, გჟეგოშ ბრაუნმა სეიმის შენობაში მოწყობილი ლგბტ თემატიკის გამოფენა დაარბია
პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოშ ბრაუნმა პარლამენტის შენობაში მოწყობილი ლგბტ თემატიკის გამოფენა დაარბია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბრაუნმა სეიმში მისვლისთანავე შეამჩნია ექსპოზიცია, ჩამოხსნა და დააზიანა ლგბტ პრაიდისადმი მიძღვნილი ბანერები და ფოტოები. პარლამენტარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით იმოქმედა. ბრაუნის ქმედება მკაცრად გააკრიტიკეს ლიბერალმა კანონმდებლებმა, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აუკრძალა
