ინდოეთში ავიაკატასტროფის ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება
ინდოეთში ავიაკატასტროფის ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს აჰმადაბადიდან ლონდონის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან მალევე, აეროპორტის სიახლოვეს, დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. ლაინერი სამედიცინო კოლეჯის ჰოსტელს დაეცა. ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 53 ბრიტანეთის, 7 პორტუგალიის, ერთი კანადისა და 169 ინდოეთის მოქალაქე. დაღუპულების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. კატასტროფის გამო დაშავდნენ და დაიღუპნენ თვითმფრინავის ჩავარდნის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანებიც, მათ შორის ვრცელდება ინფორმაცია სამედიცინო კოლეჯის 5 სტუდენტის დაღუპვის შესახებ. მომხდარს შოკისმომგვრელი ტრაგედია უწოდა ინდოეთის პრემიერ მინისტრმა. ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ახლობლებს უთანაგრძნობოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
