ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის ობიექტებზე 1.6 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსისა და ბოდორნას წყალსაცავის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ექვსასი ათასი ლარია. კომპანია რეაბილიტაციის ფარგლებში, ჟინვალის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმურ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ემსახურება
