საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა. მთავრობის მეთაური ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა გააცილა. დღეს ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა. მთავრობათაშორისი კომისიის მნიშვნელობა სექტორული კავშირების გაღრმავების კუთხით, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა - ეს საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. ყურადღება გამახვილდა მშვიდობის მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ იქსზე გამოეხმაურა. პრემიერ მინისტრის თქმით, საუბრის ერთ -ერთი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები. შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთანაც. შეხვედრის დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა
