პოლიტიკური ვენდეტა და მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
პოლიტიკური ვენდეტა და მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც მან პოლონეთის პარლამენტში გააკეთა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს. მმართველი გუნდისთვის ეს განცხადება ოპოზიციასთან კოორდინირებულს ჰგავს, აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში უმრავლესობა არ ეთანხმება - ეს ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა
