მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფო ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში კატარის სახელმწიფო ელჩს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს, ასევე იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას. აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა დაადასტურა დიპლომატმა
