როგორია სოციალური მედიის სივრცეში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სამართლებრივი რეგულაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში
როგორია სოციალური მედიის სივრცეში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სამართლებრივი რეგულაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გერმანიაში ცილისწამება და სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედება საფრანგეთში ერთ წლამდე პატიმრობით ან 15 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმით ისჯება, ხოლო შვედეთში, 2 წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით. ესპანეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში სოციალურ ქსელში გამოვლენილი ცილისწამება ან ბულინგი ითვალისწინებს 6 თვემდე პატიმრობას ან ჯარიმას. მსგავსი ტიპის რეგულაციები მოქმედებს იტალიაში, პოლონეთში, დანიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში და საბერძნეთში. რაც შეეხება ავსტრიას და ჩეხეთს, იქ ერთ წლამდე პატიმრობაა, სლოვაკეთში კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
