დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან დიპლომატიური მისიების პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეგიონი შესაძლოა, საშიშ ზონად იქცეს. მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაციისთვის ემზადებოდა, ხოლო ქუვეითსა და ბაჰრეინში თავიანთ პერსონალსა და ოჯახის წევრებს ამ ქვეყნების დატოვების უფლება მისცა. ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა თეთრ სახლს უკვე აცნობა, რომ მზად არის ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანოს.
