რესპუბლიკელი კანონმდებელი მარჯორი ტეილორ გრინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის დაბომბვა არ სურს
წარმომადგენელთა პალატის წევრი სხვა ქვეყნების საქმეებში ამერიკის ჩარევასა და რეჟიმების შეცვლისკენ მიმართულ ქმედებებს ეწინააღმდეგება. ტეილორ გრინი წერს, რომ ბევრ ამერიკელს სურს, სხვა ქვეყნების დაბომბვის ნაცვლად, შტატების ხელისუფლებამ, საკუთარი ქვეყნის პრობლემები მოაგვაროს.
