თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
გუნდმა რთულ რელიეფზე მარშირებაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს ადგილისთვის ბრძოლა 24 საათის განმავლობაში 87 კილომეტრის დაძლევას ითვალისწინებდა, თუმცა ქართველმა პარასპორტსმენებმა აღნიშნული დისტანცია 18 საათში დაფარეს. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
