84 ხმით პარლამენტმა “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კანონპროექტის მიხედვით, გრანტის მისაღებად მთავრობისგან თანხმობა აღარ დასჭირდება 4 საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამას. მათ შორისაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა, „ჰორიზონტი ევროპა“, ერასმუსი. ითქვა, რომ ამ პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები არ ქმნის დამატებით რისკებს.
