სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მაგალითად თაღლითობა, რაც სერიოზული ზიანის მომტანია დაზარალებული პირისთვის. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის გამკაცრება და დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები. მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე იქნება ინიციირებული.
